Monday, June 11, 2012

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი


           კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-ში. ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 4,868 ჰა, ტყით დაფარულია 4.032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს.





       ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. აქვე გვხვდება აკაკი, ბერყენა, ბროწეული, ბალღოჯი, გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი, ჭალაფშატა და სხვა, ბალახოვანი საფრიდან — უროიანი, ავშნიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. გარდა ქვეწარმავლებისა (გიურზა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკები), რომლებიც აქ ძალიან ბევრია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი (კაკაბი, კოდალა, ორბი, სვავი, მიმინო, უფეხურა, მოლაღური, კვირიონი, ჩხართვი და სხვა) და ძუძუმწოვარი (გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და ველის მელა, კავკასიური მგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვი და მრავალი სხვა). ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.
          ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას მოგზაურებმა "ქართული სავანა" უწოდეს აფრიკულ ლადშაფტთან მისი მსგავსების გამო. ეს ეფექტი განსაკუთრებით მძაფრდება მზის ჩასვლისას - ვერაფრით დაიჯერებთ, რომ საქართველოში ხართ... ეს არის ადგილი, რომლის სიმშვიდეს გიურზები იცავენ, ხოლო მის ეგზოტიკას ამ რამდენიმე წლის წინ გამოჩენილი ლეოპარდი "ნოე" აგრძელებს.და თუ კირქვიან კლდეებზე შერჩენილი სამხრეთული სპილოს გაქვავებული ძვლები და პრეისტორიული ხანის მოლუსკების ნიჟარები თქვენს მეხსიერებას მილიონი წლის უკან გადაისვრის, ტახტი-თეფას ტალახოვანი ვულკანის ხილვისას ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, რომ არათუ სხვა ქვეყანაში, სხვა პლანეტაზე მოხვდით: ვულკანის მოთეთრო ბორცვები გამუდმებით ფეთქავს და თუხთუხებს.თქვენს გაკვირვებას ციცაბო თიხის ფლატეებზე აშენებული მერცხლების ქალაქები და უიშვიათესი საკმლის ხეებიც გააგრძელებენ, რომელთა ვაშლის ხეებთან მსგავსებამ, სავარაუდოდ, ამ ადგილის გეოგრაფიული სახელწოდება განსაზღვრა.
     თქვენს გაკვირვებას ციცაბო თიხის ფლატეებზე აშენებული მერცხლების ქალაქები და უიშვიათესი საკმლის ხეებიც გააგრძელებენ, რომელთა ვაშლის ხეებთან მსგავსებამ, სავარაუდოდ, ამ ადგილის გეოგრაფიული სახელწოდება განსაზღვრა.

გამოყენებული ლიტერატურა:http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D_%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98
http://saunje.ge/index.php?id=562&lang=k
www.youtube.com/watch?v=qW-RcYPE7Hg

No comments:

Post a Comment