Monday, June 11, 2012

შექმნის ისტორია


          ვაშლოვანის ეროვნული პარკის შექმნა განაპირობა ვაშლოვანის ნაკრძალის გარშემო არსებული ნაკლებად სახეშეცვლილი ეკოსისტემების განადგურების საშიშროებამ. აღნიშნული პროცესი საფრთხის ქვეშ აყენებდა როგორც ამ ეკოსისტემებს, ასევე ხელს უშლიდა ვაშლოვანის ნაკრძალის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასაც. ვაშლოვანის ნაკრძალისა და ეროვნული პარკის შექმნა ემსახურება არიდული ეკოსისტემის ბუნებრივ მდგომარეობაში შენარჩუნებასა და ტერიტორიაზე გავრცელებულ მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობების დაცვასა და აღდგენას. გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების არსებობა ხელს უწყობს გარემოს მონიტორინგს, მეცნიერულ კვლევებსა და ეკოლოგიურ განათლებას.


გეოგრაფია



         ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები შემოსაზღვრულია მდ. ალაზნისა და მდ. იორის დეპრესიებით. აღსანიშნავია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რელიეფის მეტად საინტერესო და თავისებური ფორმები. ვაშლოვანი საინტერესოა კლიმატური თვალსაზრისითაც. ის ყველაზე მშრალი და უწყლო უბანია მთელ საქართველოში. აქაური კლიმატი ხასიათდება სიმშრალითა და სითბოს სიუხვით.

No comments:

Post a Comment